2016-03-02 11:05:44, 581 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.
ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ-ში. ხვალ კი, თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით +20 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო ღამით- + 5 გრადუსი სითბო.
პარასკევს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე მიაღწევს. შაბათს დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსამდე დაიწევს, ღამით კი, +10 გრადუსი სითბო იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო დღეებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. სამი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა კვირის ბოლოს წივმაა მოსალოდნელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან