11:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 12:33:15, 462 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - პოლიტპატიმრების გარეშე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არასწორია - შეხვედრაზეც არ მივდივარ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებს.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, „პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“.

„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო. 

1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უუფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. 

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ „ტეხავს“, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!“ - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

გუშინ, 18 დეკემბერს ბერსე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics