18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 13:28:46, 415 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და სათავე ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას დავუდოთ

ანტიდისავლური პოლიტიკური პარტიის, სახელწოდებით „ხალხის ძალა“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ტოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციაში გადადიან.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „ქვეყანაში ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს“.

„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია. არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას; წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას, მაგრამ ამანაც არ უშველა.

შესაბამისად, დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია.

გამომდინარე აქედან, ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიამ - „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას“,- აცხადებს მაჭარაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics