18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 16:01:40, 420 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა ზურაბიშვილზე - შეუძლია, საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ ისიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი, არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

"პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად მისი პოზიცია, რომ ისიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი არ აღიარებს, არჩევნების ლეგიტიმურობას. შესაბამისად, არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ფორმირებულ დე ფაქტო პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ ე.წ. დე ფაქტო არჩეულ პრეზიდენტს და ის რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუმცა რა როლს შეითავსებს ის მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, გახდება ის თუ არა, მათ შორის მაკონსოლიდირებელი ფიგურა მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, როგორც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, ეს, ბუნებრივია, პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია და ამას მოჰყვება შესაბამისი მოქმედებები ოპოზიციიდან, რომელიც დღეს არის ერთიანი როგორც არასდროს, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია, ითამაშოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics