07:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 11:53:14, 448 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი - კარგად ვარ - გამოძიება დაწყებულია

ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

როგორც ეპიტაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს, სამედიცინო დახმარება გაეწია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

„მეგობრებო, კარგად ვარ... სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს... გამოძიება დაწყებულია... იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა... იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს... იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია... დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ“,- წერს ეპიტაშვილი.

შეგახსენებთ, ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერ ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი პირი თავს გუშინ, 11 დეკემბერს დაესხა, რის შედეგადაც ეპიტაშვილს მიყენებული დაზიანებების გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics