19:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 11:20:54, 443 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და რაც მთავარია, სანქციები

ორშაბათს ყველა ვარიანტი  განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანციები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკი თქმით, ევროკავშირს არ სურს, ზიანი მიაყენოს ქართველ ხალხს და ისინი დასაჯოს.

„ორშაბათს ყველა ვარიანტი  განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის, რაც მთავარია, სანციები.  ეს ცოტა რთულია იმიტომ, რომ მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და დავსაჯოთ ისინი. იმიტომ, რომ ეს ხალხი ყოველ საღამოს გამოდის ქუჩებში და აფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის მათი დასჯა, ჩვენი მიზანია ძლიერი სიგნალის გაგზავნა ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მიუღებელია.

ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ დააკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე, უნდა გამოიძიონ  ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე  პასუხისგებაში უნდა მიეცენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ , რაც შეიძლება მალე“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics