22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 16:04:36, 602 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა კობახიძეს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს და ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

პარლამენტმა რვა დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა: ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილს - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილს - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.

ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics