16:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 10:52:30, 783 ნახვა

მსოფლიო
ასადის რეჟიმის დროს საზღვარგარეთ გაქცეული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან

ლიბანისა და თურქეთის საზღვართან რიგებია, რადგან ათასობით სირიელი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მცირეა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პირიქით, ქვეყანას არეულობის შიშით ტოვებენ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ თუ სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა დადგება, 2025 წელს მოსალოდნელია სირიის იმ მოქალაქეების უფრო მასიური დაბრუნება, რომლებიც სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო, ქვეყნიდან იყვნენ გაქცეულები.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლიდან დაიწყო, რის გამოც, ქვეყანა, დაახლოებით, 6,7-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა მოსაზღვრე ქვეყნებში ცხოვრობს. დაახლოებით, 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო თურქეთმა, მილიონამდე ლიბანმა და დაახლოებით, ამდენივე იორდანიამ. ევროკავშირმა კი თავშესაფარი 1,3 მილიონ სირიელს მისცა 2015-2023 წლებში. მათი უმეტესობა - დაახლოებით, 700 ათასი - გერმანიაში ცხოვრობს.

ნოემბრის ბოლოს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის  მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო. ასადი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო. აჯანყებულთა ლიდერები არჩევნების გზით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობას დებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics