10:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 16:33:45, 493 ნახვა

საზოგადოება
ქურდოვანიძე - წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურს გამოძიება არ აქვს დაწყებული

წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით დაწყებული არ აქვს,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, საია-ში 320-მდე შეტყობინებაა შესული.

„წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ აქვს დაწყებული.

320-მდე შეტყობინებაა შესული მათთან და გამოძიება დაწყებული აქვთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით.

ამ დრომდე არცერთი პირის მიმართ არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული“,- წერს ქურდოვანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics