|
2016-03-01 13:53:45, 943 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარ სერჟანტს შეხვდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავარ სერჟანტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. „აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტის ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. მას თან ახლავს ჩვენი მთავარი სერჟანტი, რომელიც ეცდება აჩვენოს ის საუკეთესო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. პროფესიული სერჟანტთა სკოლის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ვიზიტები გაიზრდება და მათი მიზანი იქნება არა მხოლოდ რჩევის მიცემა და დახმარების აღმოჩენა, არამედ გამოცდილების გაზიარებაც,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. დღის განმავლობაში შერილ ლაიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტ ბესო ხატიაშვილთან ერთად OCC ბატალიონის წვრთნას დაესწრება და სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ქართველი სერჟანტების მომზადების პროცესს გაეცნობა და არსებული ვითარების შესახებ ევროპული სარდლობის გენერალს მოხსენებას წარუდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)