|
2024-12-06 15:19:14, 3783 ნახვა
სპეციალური ანონსი
19:00 საათზე ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 6 დეკემბერს თბილისში, ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირისკენ მარში გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრება 19:00 საათზე დაიწყება. „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია გმობს ძალადობას, დესტაბილიზაციას და ქვეყნის უკუსვლას ევროინტეგრაციის გზაზე! ვერთიანდებით, ვაპროტესტებთ!“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს ასევე დაგეგმილია: თბილისი: 14:00 საათი - „ეროვნული გალერეა ეკუთვნის ხალხს“ - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; 14:00 საათი - აქცია თეატრის და კინოს უნივერსიტეტთან - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი; 16:00 საათი - „შეწყვიტეთ ძალადობა“ - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 19:00 საათი - „ვერთიანდებით, ვაპროტესტებთ“ - ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისი; 19:00 საათი - „საზოგადოებრივი მაუწყებელი პარასაკევის შემდეგ ეთერს აღარ დაგვითმობს“ - საზოგადოებრივი მაუწყებელი; 19:00 საათი - „ყველანი რუსთაველზე“; რუსთავი: 20:00 საათი - „საქართველოსთვის! ერთმანეთისთვის!“ - რუსთავის მერიასთან; ბათუმი 17:00 საათი - „საქართველოს მომავლის დასაცავად!“ - ევროპის მოედანი; 19:00 საათი- „მუსიკოსები - საქართველოს მომავლის დასაცავად!“ - ევროპის მოედანი; ქუთაისი 17:00 საათი - „ძირს მოძალადე რეჟიმი!“ - მერიის წინ; ამბროლაური 15:00 საათი - „პროტესტი გრძელდება!“ - 9 აპრილის მემორიალთან; ლაგოდეხი 16:00 საათი - „შენს ქვეყანას სჭირდები, გამოდი აქციაზე!“ - საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია; ვაშინგტონი 14:00 - Stand with Georgia - Sanction Ivanishvili! - თეთრი სახლის წინ; ვარშავა 13:00 - „ჩვენი ხმის გაერთიანება მნიშვნელოვანია!“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია; დუბლინი 13:00 - „გვითხრას საქართველოს საელჩომ თავისი პოზიცია!“ - დუბლინი, საქართველოს საელჩო; ჟენევა 16:00 - „არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“ - Place des Nations.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)