11:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 00:09:52, 440 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე - მშვიდობიან, პროევროპელ დემონსტრანტებს „ომონი“ ძალადობრივად არბევს

მშვიდობიან, პროევროპელ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს „ომონი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი X-ზე წერს, აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ, „ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს“.

„განათლების სამინისტრო ხსნის ცხელ ხაზს ინფორმატორებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ცნობებს, მათ შესახებ, ვინც სასწავლო პროცესს ხელს უშლის... სსრკ დაბრუნდა? მშვიდობიან, პროევროპელ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს „ომონი“. ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს. მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა“,- წერს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი პროტესტის მეექვსე დღეს „ძალადობისა და რეპრესიების“ დღეს უწოდებს და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

„ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე“,- წერს პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics