11:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:29:39, 311 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც არასდროს

ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მიტინგის გამართვის უფლება, თუმცა სამართალდამცავების მიმართ გამოჩენილ ძალადობას შესაბამისი პასუხი მოჰყვება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: 

„ჩვენ ვიხილეთ თანმიმდევრობა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. შესაძლოა, ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, ვიღაცას ჰქონდეს პროტესტის გრძნობა. დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ შეიკრიბონ, თუნდაც მიტინგი მოაწყონ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიან ფორმაში. რა გინდა, რატომ მიდიხარ პოლიციელთან, რომელიც იცავს წესრიგს, რატომ აყენებ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რატომ ესვრი ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პეტარდებს? ეს დამოკიდებულება ხომ წარმოუდგენელია? შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, პასუხი მოჰყვება, რათა შენარჩუნებული იყოს მართლწესრიგი, მშვიდობა და სიმშვიდე“,- განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის აქციაზე 22 წლის ახალგაზრდის დაშავების ფაქტს, მერი ამბობს:

„ვხედავთ რა მასშტაბის ძალადობა მიდის აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან, რაც ძალიან მძიმეა. მინდა, ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ახალგაზრდის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, ესეც გასარკვევია, რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ აღმოჩნდა სწორი. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, დანარჩენი ყველაფერი გაირკვევა, რა მოხდა და რა იყო ამ ყველაფრის უკან“,- აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics