18:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 01:29:46, 369 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეცრაზმი პერიოდულად წყლის ჭავლს და გაზს იყენებს

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა აქციის  მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლთან ერთად  გამოიყენა გაზის ე.წ კაფსულებიც.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ისმის შეძახილები: „მონებო“. ასევე, დემონსტრანტები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან სპეციალური ეკიპირებით იმყოფება, მათ შორის უკეთია ნიღბები. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ხატები უჭირავს.

წყლის ჭავლის გამოყენებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics