19:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 15:09:19, 1007 ნახვა

ომი უკრაინაში
დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TACC-ი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ 3 ქართველ მებრძოლს - გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ შესახებ მუხლით შეუფარდა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე, მამულაშვილმა უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტის მხარეები არ იყვნენ, დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება მოახდინა, უპირატესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამის შემდეგ, მან ისინი გაწვრთნა და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უზრუნველყო. ამისთვის ბრალდებულმა 23 მილიონ რუბლზე მეტის ეკვივალენტი მიიღო“,- ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics