|
2016-02-29 09:55:18, 680 ნახვა
სამართალი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურებთან გასაუბრებას, მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია ატარებდა. კომისიის 11-მა წევრმა 11 კანდიდატი შეაფასა. მეთორმეტე კანდიდატმა ნინო პეპანაშვილმა საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დღეს მოხსნა. დღის ბოლოს, კომისიის წევრთა შეფასებები, მათივე თანდასწრებით დაჯამდა და ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატთა ხუთეული შედგა, რომელიც მთავრობას წარედგინება. სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობისსაპარლამენტო მდივანი შალვათადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე;საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა;საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლიბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანანაცვლიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)