|
2024-11-16 13:59:07, 382 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს - მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა, ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო და სამომავლო გეგმები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი, ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის სფეროში, ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა. “შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე. სამედიცინო მსოფლიო კონგრესი, თურქეთში, 2014 წლიდან ტარდება. წელს, მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემაა „ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალი“. საერთაშორისო ღონისძიება მოიცავს: პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებს, ვორქშოპებსა და სიტყვით გამოსვლებს. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)