16:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 13:33:25, 624 ნახვა

საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს და ის თანაგუნდელებმა უკვე მოინახულეს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტის მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება ცხელ კვლაზე უნდა გაიხსნას და შსს-მ შედეგები სწრაფად უნდა დადოს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე გუშინ დღისით მოხდა. საბურთალოს სასაფლაოზე პოლიტიკოსს უცნობი პირები დაესხნენ თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი ჭრილობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics