13:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 19:58:24, 599 ნახვა

პოლიტიკა
„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება [ვიდეო]

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსვლელობის მონაწილეებს ორივე სანაპირო გადაკეტილი აქვთ.

ცოტა ხნის წინ, მარშის ორგანიზატორი „ფეისბუქ-ჯგუფის“, სახელწოდებით „დაიტოვე“, წარმომადგენელმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართა, რომ დღეიდან დედაქალაქის პარალიზებას დაიწყებენ.

მანვე ხვალ, 11 ნოემბერს მოქალაქეებს 2 სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებისკენაც მოუწოდა.

„დაიტოვე“ დგამს პირველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან. ვსწავლობთ დღეს და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ჩვენ გვერდით იდგება. ვფიქრობდით ჩვენს გუნდში - შევძლებდით თუ არა დღეს ერთი სანაპიროს გადაკეტვას, მაგრამ ჩვენ დღეს იმდენი ვართ, რომ ორივე სანაპიროს გადავკეტავთ“,- განაცხადა „დაიტოვეს“ წარმომადგენელმა. 

მარშის მონაწილეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, დღეს, 10 ნოემბერს „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ მიერ დაანონსებული მსვლელობის გამართვამდე, მოქალაქეები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics