23:23 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 11:16:46, 655 ნახვა

ომი უკრაინაში
სერგეი სობიანინის მტკიცებით, რუსეთმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 25 უკრაინული დრონი ჩამოაგდო [ვიდეო]

რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 25 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სობიანინმა Telegram-ზე დაწერა, იმ ტერიტორიებზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მოსკოვის აეროპორტებმა - „დომოდედოვომ“ და „ჟუკოვსკიმ“ დროებით ავიარეისების მიღება და გაგზავნა შეაჩერეს, „ვნუკოვო“ კი, მუშაობას განაგრძობს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics