13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 12:15:43, 752 ნახვა

ეკონომიკა
The Financial Times: რუსეთს ბალტიისპირეთში ნატო-ს ძალების დამარცხება 60 საათში შეუძლია

რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, NATO-ს ევროპის აღმოსავლეთის საზღვარის დაცვა არ სეუძლია, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Financial Times -ი, ნატო-ს საექსპერტო ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ავტორები ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ევროპაში ნატო-ს ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი არიან.

როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია ნათქვამი, 2013 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის ფონზე, ევროპის აღმოსავლეთში NATO-ს ძალების გაძლიერების საქმეში საკმარისი პროგრესი არ აღინიშნება.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ალიანსს დაფინანსების ქრონიკული უკმარისობისა და შეიარაღებულ ძალებში "კრიტიკული ნაკლებობის" გამო პრობლემები აქვს.

ავტორების მოსაზრებით, ნატო-ს საკვანძო წევრებმა თავდაცვითი პოზიციების აღმოსავლეთისკენ გადანაცვლების მიზნით საკმარისი ზომა ვერ მიიღეს. 

იანვრის ბოლოს კორპორაცია Rand-მა გამოაქვეყნა საექსპერტო ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთს ბალტიისპირეთში ნატო-ს ძალების 60 საათში დაამარცხება და რიგა-ტალინის აიღება შეუძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics