14:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 12:37:18, 425 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.

როგორც წერილშია ნათქვამი, ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაეროს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

"მინდა მოგიწვიოთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხუთშაბათს, საღამოს, 7 ნოემბერს და პარასკევს, 8 ნოემბერს გაიმართება.  აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, იგი გავაღრმაოთ. სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად ჩვენი პრიორიტეტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ, ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ აქტიურად ვიმუშაოთ. ჩვენ ასევე არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ",-  ნათქვამია მიშელის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics