06:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 13:55:46, 387 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

Google-ის მიწვევით, "თიბისის" ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო.

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის და ინდუსტრიის ლიდერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები დაესწრნენ, რომლებმაც API-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინტელექტუალური, მასშტაბური და უსაფრთხო AI გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კონფერენცია "თიბისის" ტექ. გუნდის წევრებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა

“ვფიქრობ, სამიტზე მიღებული გამოცდილება პროგრესული იყო, როგორც ჩვენთვის, გუნდისთვის, ისე - "თიბისისთვის". მიღებული ინფორმაციითა და განხილული პროდუქტებით, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი გუნდისა და ზოგადად, კომპანიის შემოქმედებითობა გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ”, - ამბობს ირაკლი ბაკურაძე, "თიბისის" ტექ.გუნდის წევრი.

“ცოდნა, რომელიც API პროდუქტების მასშტაბის შესახებ შევიძინე, ფასდაუდებელია - უფრო ნათელი გახდა, რა მასშტაბებს შეიძლება მისწვდეს API პროდუქტები, თუ რამხელა პოტენციალი აქვს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის ჩვენთვის სასარგებლოდ”, -   ამბობს ელენე ჩოთალაშვილი, ტექ. გუნდის წევრი.

სამიტზე, "თიბისის" ტექ. გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ადამიანები გაეცნოთ და ახალი კონტაქტები შეეძინათ. საქართველოში დაბრუნებული გუნდი პარიზში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების "თიბისიში" იმპლემენტაციისთვის მზად არის.

"თიბისის" ხელშეწყობა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში მხოლოდ ორგანიზაციული სტრატეგია არ არის - ეს კომპანიაში ინოვაციების დანერგვის პასუხისმგებლობაა. თანამშრომლების უნარების განვითარებაზე ზრუნვით, "თიბისი" ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია ქვეყანაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics