|
2024-11-05 16:19:32, 443 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს - პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება
"საქართველოს ბანკის" გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილონამდე ბილეთი დააგროვეს. გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდ. მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ფულადი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღონ. 6 ნოემბერს გამოვლინდება როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე თამაშდება:
შესაბამისად, მთავარი პრიზის მფლობელი ერთი ადამიანი გახდება, ხოლო სხვა ფულად პრიზებს ასეულობით ინდ. მეწარმე მიიღებს. გათამაშებაში ბილეთების დაგროვება "საქართველოს ბანკის" ციფრულ არხებში - ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებული აქტივობებითაა შესაძლებელი. ბილეთები გროვდება ისეთი ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.
ინფორმაციისთვის, გამარჯვებულები "საქართველოს ბანკისგან" მიიღებენ შეტყობინებას და ციფრულ არხში - ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას ვირტუალურ სასაჩუქრე ყუთს ნახავენ, რომლის გახსნის შედეგად გაიგებენ, თუ რა ოდენობის თანხა მოიგეს. საგულისხმოა, რომ თუ პირველ ეტაპზე ვერ გაიმარჯვეთ, მომდევნო ეტაპებზეც გაქვთ შესაძლებლობა, დააგროვოთ ბილეთები. ამასთან სამივე ეტაპზე დაგროვებული ბილეთები ფინალური პრიზის - 50 000, 30 000 ან 20 000 ლარის მოსაგებად გამოიყენოთ. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც "საქართველოს ბანკში" ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. მაგრამ, თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, შეგიძლიათ გახსენათ ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწეროთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდეთ ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც მით უფრო გაიზრდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)