14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 12:51:46, 508 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი - საქართველოს ტურისტული სექტორი პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპიდან გამოვიდა და განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტ პანდემიური აღდგენის ეტაპიდან და ჩვენ ვაკვირდებით სექტორის განვითარების ახალ ფაზას, რაზეც 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მოცულობას - 3,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ნადარეიშვილის თქმით, ასევე რეკორდულია ცალკე აღებული მესამე კვარტლის მონაცემი, სადაც 1,6  მილიარდი დოლარის შემოსავლები დაგენერირდა.  მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 2024 წლის მესამე კვარტლის შემოსავლების ზრდა 39 პროცენტია, ხოლო გასული წლის მესამე კვარტალში მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში 8 პროცენტით მეტია. მისივე განცხადებით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული სამი კვარტლის ჯამური შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით არის გაზრდილი.

“მნიშვნელოვანია შემოსავლების სტრუქტურის დინამიკა, სადაც პირველ 3 კვარტალში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამაში იგულისხმება დიდი ბრიტანეთიც - ეს არის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც 20% ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს და თითქმის 7% - ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე გაზრდილია სხვა მნიშვნელოვანი ბაზრებიდან შემოსავლები, მაგალითად,  ეს არის ისრაელი თითქმის 25%-იანი ზრდით გასულ წელთან შედარებით, ასევე საუდის არაბეთი, სადაც დაახლოებით  22%-ით გვაქვს ზრდა და ა.შ“,- განაცხადა ნადარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics