19:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 17:24:27, 511 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ

მე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. 

სააკაშვილის განცხადებით, "კარგია, რომ პრეზიდენტი პროვოკაციას პროკურატურაში დაბარებაზე არ წამოეგო". 

"მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას.

მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან.

ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად, უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა.

თქვენ რას ფიქრობთ ხალხო?" - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics