03:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 09:03:20, 429 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ესპანეთის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს.

კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე. 

წყალდიდობის შედეგად ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, განადგურდა ხიდები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქარიშხალ „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

"ესპანეთს საუკუნის ყველაზე მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს",- განაცხადა სანჩესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics