|
2024-10-30 15:47:53, 373 ნახვა
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ - განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, არის აბსურდი
განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, არის აბსურდი,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ “პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არანაირი ნდობა არ აქვს“. “ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები ითხოვენ არჩევნების გამოძიებას, მათი შედეგების აღიარების ნაცვლად. განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი. ამიტომ ვაცხადებთ, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. პროკურატურის მიერ დაწყებული ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაბარებით დაკითხვაზე, მხოლოდ ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული და დააჩქარებს საერთაშორისო გამოძიების დაწყების პროცესს“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. ქვეყნის მთავარ საგამოძიებო ორგანოში კი, 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია დაბარებული.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)