09:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 13:12:16, 379 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება

თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვაა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი რთული სატრანსპორტო კვანძია ქალაქში, რომელიც ხშირად პრობლემას წარმოადგენს გადაადგილების თვალსაზრისით თავისი სივიწროვიდან გამომდინარე. ჩვენ მოვახდინეთ ბენზინგასმართი სადგურების ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ დავიწყოთ პროექტი, რომელიც გულისხმობს გზის გაფართოებას, რათა გაიზარდოს ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობა და არსებული პრობლემები გამოსწორდეს. გარდა ამისა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება"- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მლნ ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics