22:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 22:24:13, 466 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - საქართველოში წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

როგორც ჰელსინკის კომისიაში აღნიშნავენ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

"მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ასევე, ის ხაზს უსვამს არჩევნებში ჩარევისა და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მცდელობებს რუსეთის მხრიდან.

რამდენადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, გამონახონ გზა საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია",- წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics