22:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 16:29:54, 400 ნახვა

პოლიტიკა
კრისტერსონი - არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვიცავთ

ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცავთ,- ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

კრისტერსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ევროპის ქვეყნების სახელით არ ლაპარაკობს.

“ის არ ლაპარაკობს ევროპის ქვეყნების სახელით; ის არ ლაპარაკობს შვედეთის სახელით; ის, შესაძლოა, ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ ლაპარაკობს სხვების ნაცვლად. ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო; რომ ეს არჩევნები სანდო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ“,- განაცხადა კრისტერსონმა.

შეგახსენებთ, დღეს, 29 ოქტომბერს თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics