23:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 09:23:10, 452 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - დარღვევების სამართლიან გამოძიებაზე მოწოდებებს ვუერთდებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია მილერმა საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.

მილერის თქმით, ხმების ყიდვამ და ამომრჩეველთა დაშინებამ ძირი გამოუთხარა ნდობას, სამართლიანი შედეგების შესახებ.

"შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რომელიც ხასიათდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან საჯარო რესურსების არაკეთილსინდისიერი გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით.

ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგების შესაძლებლობის შესახებ.

ჩვენ ვუერთდებით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სრული გამოძიების შესახებ. ასევე მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ურთიერთობაზე, რომელიც მათ სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ისეთი პოლიტიკის გატარების ნაცვლად, რომელზეც ავტორიტარული მმართველებისგან მიიღებენ შექებას.

საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტს სურს, იხილოს თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ და მხარდაჭერილ საქართველოს კონსტიტუციაში ასახულია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრებისკენ სწრაფვა.

ყველა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველო პარტიის მიერ გატარებული ზომები ამ კურსთან შეუსაბამოა",- განაცხადა მეთიუ მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics