23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 21:41:28, 540 ნახვა

პოლიტიკა
„მოთხოვნას მიუკერძოებელ გამოძიებაზე ვუერთდებით“ - ევროკავშირის 13 მინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მინისტრები უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს დარღვევები, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. ჩვენ ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას. ვუერთდებით შეშფოთებასა და მოთხოვნას საჩივრების მიუკერძოებელი გამოძიებისა და დარღვევების გამოსწორების შესახებ. ამ რთულ დროს ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.

მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით, მთავრობის რეაგირება მათზე იყოს მშვიდობიანი. საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირის კანდიდატთან არსებობს. ეს არის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატი. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ერთგულება არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

მარტინ დვორაკი;
მარია ბჟერე;
ანა ლუჰრმანი;
მარგუს ცაჰკნა;
ხოაკიმ სტრანდი;
ბენჟამინ ჰადიდი;
ჯენიფერ კეროლ მაკნეილი;
გაბრიელიუს ლანდსბერგისი;
კასპარ ველდკამპი;
ხაივიერ ბეტელი;
ადამ სზლაპკა;
ინეს დომინგოს;
ჯესიკა როსენკრანტსი;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics