00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 16:37:24, 438 ნახვა

პოლიტიკა
ანჯეი დუდა - სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც არჩევნებს საქართველოში მოჰყვა

სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

დუდას განცხადებით, ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას, ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

"ახლახან სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ",- წერს ანჯეი დუდა X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics