00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 11:43:09, 401 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფო - ეუთო/ოდირის ანგარიში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, დაშინებას და იძულებას ასახავს

გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საქმეთა მინისტრი სტივენ დოუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და შეცვალოს დემოკრატიიდან გადახვევის კურსი“.

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთოს/ოდირის წინასწარ დასკვნებს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც დიდმა ბრიტანეთმა 50 მოკლევადიანი დამკვირვებლით მიიღო მონაწილეობა.

ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, ძალზე პოლარიზებულ გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი არ ასახავს ღია, დემოკრატიული საზოგადოების ქმედებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და შეცვალოს დემოკრატიიდან გადახვევის კურსი. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზად ვართ მხარდაჭერისთვის",- ნათქვამია დოუტის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics