01:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 21:17:02, 412 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ეს იყო ტოტალური გაყალბება - ჩატარდა რუსული არჩევნები [ვიდეო]

ჩატარდა რუსული არჩევნები - წაგვართვეს არჩევნების უფლება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ტოტალური გაყალბება მოხდა.

„ეს იყო ტოტალური გაყალბება; ტოტალური წართმევა თქვენი ხმების; გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება, რომ გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები და პლუს დღვანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება ითქვას; ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე... ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები. წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics