01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 20:12:38, 393 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს გულისხმობს, რომ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ

როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხის გუშინდელი „ისტორიული არჩევანი ივანიშვილმა მოიპარა“.

"ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა. 

რეალურად, ადგილი ჰქონდა, რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი. ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება",- განაცხადა  ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics