01:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 18:16:58, 641 ნახვა

პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ კოალიციის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მალაშხიამ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. 

„ეს არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არის არალეგიტიმური. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს",- განაცხადა მალაშხიამ.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოში რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა.

„საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია; საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია. ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას... ეს არის ღიად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას და რუსეთის მიერ და რუსული რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics