09:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 17:30:11, 443 ნახვა

საზოგადოება
საიას ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის ერთ-ერთ სააარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, ორგანიზაციის თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საიას ცნობით, აღნიშნულს წინ მუქარა უსწრებდა.

„გაცნობებთ, რომ საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეგირება“,- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics