03:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 19:41:37, 462 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობს, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის

მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის,- ასე მიმართა BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.

მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით უნდა ცხოვრობდეს და მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში.

"პატივცემულმა ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა. ჩვენ ისედაც ასე ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. BRICS-ის მიზანია, შევქმნათ თანამშრომლობის აუცილებელი მექანიზმები და შევქმნათ ხელსაყრელი ატმოსფერო საერთო სახლში. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ, მათ შორის, გაერო-სთან მჭიდრო კოორდინაციით",- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics