15:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 23:52:20, 431 ნახვა

პოლიტიკა
დუმბაძე: არავითარი პოლიტსაბჭოს სხდომა არ არსებობს, გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დეპუტატი მურმან დუმბაძე რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის. მან იქვე აღნიშნა, რომ კოალიციაში ვინ დარჩება და ვინ გაირიცხება, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

''ახლა ბრძოლა არ მიმდინარეობს იდეოლოგიაზე. ახლა ბრძოლა და ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის. ნებისმიერ სუბიექტს აქვს სურვილი, რომ გავიდეს რომელიმე პარტია კოალიციიდან, რომ მას უფრო მეტი ადგილის შანსი უჩნდება პარტიულ სიაში. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, არავითარი პოლიტსაბჭოს სხდომა არ არსებობს, ეს არის ფორმალობა. გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი,'' - განაცხადა მურმან დუმბაძემ გადაცემა არჩევანში. 

მურმან დუმბაძის განცხადებით, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუკი კოალიციაში ორივე პარტია დარჩება, ეს მათი მხრიდან "უღირსი საქციელი" იქნება.

''მე ცოტა ანჩხლი კაცი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, შევარცხვინე მათი ღირსება მაშინ, თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია ერთი კოალიციის ქვეშ დარჩება,''- ამბობს მურმან დუმბაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics