19:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 16:01:13, 384 ნახვა

პოლიტიკა
ერმაკი კობახიძის განცხადებაზე - ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და უკრაინელებს მხარს სწორედ ამიტომ უჭერს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინის ომის კადრების საარჩევნო ბანერებზე გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც ერმაკმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ესმის სიმართლე და უკრაინელებს მხარს ამის გამო უჭერს.

"ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში",- წერს ერმაკი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო "ბილბორდებმა გააშიშვლა სიმართლე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics