21:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 11:55:11, 386 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროპარლამენტში, პლენარულ სესიაზე დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სესიაზე  ევროპარლამენტარებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საკითხს - "დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ განიხილავს. აგრეთვე, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც. 

"მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, პარტია კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და კანონის დანერგვის გამო, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად“ ასახელებს. თუკი, "ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება",- ნათქვამია ევროპარლამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics