|
2024-10-04 12:54:38, 370 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში
Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მსოფლიოში. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, Global Finance-მა მსოფლიოსა და რეგიონის საუკეთესო როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიული ციფრული ბანკები გამოავლინა. "საქართველოს ბანკი" გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დასახელდა როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით. „ფინტექის მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა სრულად ცვლის ციფრული საბანკო სერვისების მიმართულებას. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც ფინტექის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. “Global Finance-ის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა - შევქმნათ საუკეთესო ციფრული პროდუქტები ჩვენი მომხმარებლებისთვის. Global Finance-ის აღიარება და "საქართველოს ბანკის" საუკეთესოდ დასახელება ისეთ ბანკებს შორის, როგორებიც არის Bank of America, BBVA, Santander თუ სხვა, დიდი მიღწევაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენ ერთად ვქმნით საუკეთესო ციფრულ ბანკს მსოფლიოში!“ - აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი. გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრები რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის იყო: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მოხმარების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და მათი კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის ფუნქციურობა და სხვა. "საქართველოს ბანკის" მიერ წარდგენილ პროდუქტებსა და ფუნქციონალებს შორის კი იყო: Ads Manager-ის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, მონაცემების ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიზნეს შეთავაზებები 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს აჩვენონ მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე. ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)