|
2024-09-24 21:23:07, 421 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს
ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აუცილებელია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმის შემუშავება. "ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზა გახდა ბავშვებისა და ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო. 17 000-ზე მეტი ბავშვი იყო ისრაელის ტყვიებისა და ბომბების სამიზნე. საერთაშორისო პრესის ორგანიზაციებო, ის ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელმა დახოცა და მათი ოფისები დაარბია, თქვენი კოლეგები არ არიან? გაეროს უსაფრთხოების საბჭო, რას ელოდებით, რომ თავიდან აიცილოთ ღაზის გენოციდი და თქვათ „შეაჩერე“ ამ ჩაგვრის და ამ ბარბაროსობის მიმართ? რას ელოდებით, რომ შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტის ქსელი, რომელიც მთელ რეგიონს ომში ითრევს თავისი პოლიტიკური წარმატებისთვის? ისრაელის მთავრობა ახორციელებს ეთნიკურ წმენდას, აშკარა გენოციდს ერის წინააღმდეგ, რომელიც ვერ სარგებლობს ადამიანის ძირითადი უფლებებით და იკავებს მის მიწებს. როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა 70 წლის წინ, ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი ასევე უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)