11:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 12:44:12, 366 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება - შეგვიძლია, ვიამაყოთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია - ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში სტაბილურობის შერყევის ორი მცდელობა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2021 წელს, როდესაც ხელოვნურად შეიქმნა კრიზისი, ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და ერთ წელი გვაცხოვრეს ამ ხელოვნური კრიზისის ქვეშ. ეს კრიზისი დასრულდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველმა პარტიამ გადალახა 43-პროცენტიანი ბარიერი. მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ასეთი პროცესები ყველა შემთხვევაში არის შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ მომავალში ასეთი მოვლენების პრევენციაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ",- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, „ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარების ხელოვნური მცდელობა იყო 2022 წლის ივნისში, როდესაც გაიმართა აქციები მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით".

„ეს მცდელობა რომ წარმატებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პროცესები სწორი მიმართულებით არ განვითარდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა შემთხვევაში მოვახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება და სწორედ ამან მოგვცა ის შედეგები, რაზეც ვსაუბრობთ - 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის ზრდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ძლიერი იქნებოდა ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმული, რომ არა ასეთი არასწორი პროცესები, რაც ხელოვნურად განვითარდა ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics