17:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 13:08:50, 343 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული, ჩვეულებრივად უპრობლემოდ გრძელდება და ხორციელდება

ეს არის უბრალოდ შეფუთული თემა და პრობლემა არის ორი რამ - საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და აქ არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა დასავლელი დონორებისგან დაფინანსების შესაძლო შეჩერების რისკებს.  

თბილისის მერის თქმით, „ამ თემის გარშემო ატეხილი ხმაური საქართველოს წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილია და ის არანაირ კავშირში არ არის გამჭვირვალობის კანონთან". 

„თქვენ, ალბათ, სესხებზე მეკითხებით, ხომ? გრანტები მე არ ვიცი, თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ მითხრათ. სესხი არის ფინანსური ნაწილი და ამას იღებს ვალად სახელმწიფო. არ იქნება ის კონკრეტული ორგანიზაცია, ავიღებთ სხვაგან, ეს არ არის პრობლემა, თუმცა ის მესიჯები და კამპანია, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში, არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გამჭვირვალობის კანონთან, თუმცა გამჭვირვალობის კანონი აქ არაფერ შუაშია, ეს ყველაფერი არის შეფუთვის  ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის დამოკიდებულება და რეალობა ქვეყანასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დღესაც არის რისკები, რომ  დღესაც ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში. რაც შეეხება პროექტებს, ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული, ჩვეულებრივად უპრობლემოდ გრძელდება და ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics