|
2024-08-26 12:02:25, 428 ნახვა
საზოგადოება
კობახიძისა და პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები და მწვრთნელები წმინდა გიორგისა და ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები
დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც ჩვენი ოლიმპიელები დაპირებულ პრემიებს მიიღებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. “მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმაღლეს ჯილდოებზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე, დამატებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე, ესენი გახლავთ - ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ესენი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული მიღწევები, ორივე გახლავთ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური ჩემპიონები. ასევე ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ისინი წარდგენილი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ასევე, გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები, წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელები. ისინი არიან გუნდის მწვრთნელები, ასევე - პირადი მწვრთნელები, ჩამოვთვლი მათ - ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ომარ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი, გია ობოლაძე. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში და რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლებზეც ისინი არიან წარდგენილი",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)