|
2024-08-23 11:43:52, 315 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ წარადგინა დელეგატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას" დედაქალაქში წარმოადგენენ
ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ “ქართული ოცნების" დელეგატები, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების“ დელეგატების წარდგენაზე განაცხადა. დღეს კობახიძემ წარადგინა დელეგატები, რომლებიც “ქართულ ოცნებას" დედაქალაქში წარმოადგენენ. “დიდუბე-ჩუღურეთში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღემდეც გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბე-ჩუჟურეთის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ასევე მოქმედი პარლამენტარი დავით კაჭარავა. რაც შეეხება ვაკეს, ვაკეში “ქართული ოცნების" დელეგატი იქნება ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი. საბურთალოს ოლქში აკაკი ალადაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ნაძალადევის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. გლდანის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ისანში ჩვენი დელეგატი გახლავთ ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი. და სამგორის ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ვარლამ ლიპარტელიანი, სახელოვანი სპორტსმენი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი. ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება “ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს. შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს“,- განაცხადა პრემიერმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)