05:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 11:55:59, 334 ნახვა

საზოგადოება
ზაჰესის დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი.

"სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წლის ნებისმიერ დროს აღნიშნული სივრცე დასვენებისა და გართობისთვის გამოიყენონ. დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულებას, რომელიც 2017 წლიდან გვაქვს, არ ვცვლით, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე გავაჩინოთ, ახალი პარკების პროექტები განვახორციელოთ და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს ქალაქისთვის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს რეკრეაციასთან დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics